
პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში მოეწყო ექსკურსია კახეთში 25 სექტემბერს. პროკურატურის თანამშრომლებმა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა რთველში ერთად მიიღეს მონაწილეობა.თბილისის ოთხი საჯარო სკოლის 40 უფროსკლასელი, რომელთაშორის 117-ე საჯარო სკოლის (დირექტორი დალილა ზუხბაია) მოსწავლეებიც იყვნენ, ერთმენეთს ეჯიბრებოდნენ ყურძნის კრეფაში მოსავლის აღებაში მოზარდები პროკურორებთან ერთად ერთ-ერთ გურჯაანელ გლეხს დაეხმარნენ.


,,ჩვენთვის პროკურორებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თანამშრომლობა, რთველში ერთობლივი მონაწილეობა კი სწორედ ამ თანამშრომლობის გაღრმავებისკენაა მიმართული”-განაცხადა ისანი-სამგორის რაიონის პროკურორმა ვალერი ლაცუზბაიამ.